თეონა აქუბარდია: კობახიძის გაეროში გამოსვლამ აჩვენა, რომ ევროპული ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობები ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ ენაში უკანა პლანზე გადადის
შსს - დარიალის გამშვები პუნქტიდან მოქალაქეებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
ნეთანიაჰუ გაეროში: ჩვენ გავიმარჯვებთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს
სი ძინპინი: ჩინეთმა და აშშ-მა დიდი სახელმწიფოების თანაარსებობის ახალი გზა უნდა მოძებნონ
ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა

დაკვეთილი მკვლელობა დიდი ფულის სანაცვლოდ - ქონება, რომელმაც შვილიშვილს ბებიის მკვლლეობა გადააწყვეტინა

ნახვები: 679 დაკვეთილი მკვლელობა დიდი ფულის სანაცვლოდ - ქონება, რომელმაც შვილიშვილს ბებიის მკვლლეობა გადააწყვეტინა

რამდენიმე დღის წინ საკუთარი ბებიის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, სამართალდამცველებმა თბილისში 26 წლის მამაკაცი ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს.

ჭავჭავაძის 75-ში ცხოვრობს თავად ბებიაც, რომლის მკვლელობისთვის ბრალდებული დაქირავებულ პირს 150 ათას დოლარს დაჰპირდა.

 „კურიერის“ ინფორმაციით, ქალი, რომლის მკვლელობაც, გამოძიების ინფორმაციით, შვილიშვილმა დაუკვეთა, „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორი და ამავე უნივერსიტეტის 66%-იანი წილის მფლობელი ვალენტინა საყვარელიძეა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მასვე ეკუთვნის 1000 მ2 მიწის ნაკვეთი ლისზე. ვალენტინა საყვარელიძემ, ცოტა ხნის წინ, გაასხვისა ძვირად ღირებული უძრავი ქონება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე.

პროკურატურის ინფორმაციით, შვილიშვილმა პოტენციური მკვლელი ბებიის საცხოვრებელ მისამართზე თავად მიიყვანა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 26 წლის მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა