ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება
ევროკომისია: საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად დაკავებული ადამიანების ნაწილი შეიწყალეს, თუმცა ბევრი კვლავ პატიმრობაში რჩება
ევროკომისია: საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაცია გრძელდება, ადგილობრივ ხელისუფლებაზე კი პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა ხორციელდება
ევროკომისია საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით მოითხოვს
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და რეფორმების უგულებელყოფა ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება

ტენესის შტატის ხელისუფლებამ პოლიციის ის დეპარტამენტი გააუქმა, სადაც ტაირ ნიკოლსის მკვლელობაში ბრალდებული ხუთი სამართალდამცველი მუშაობდა

ნახვები: 485 ტენესის შტატის ხელისუფლებამ პოლიციის ის დეპარტამენტი გააუქმა, სადაც ტაირ ნიკოლსის მკვლელობაში ბრალდებული ხუთი სამართალდამცველი მუშაობდა

ტენესის შტატის ხელისუფლებამ პოლიციის ის დეპარტამენტი გააუქმა, სადაც ტაირ ნიკოლსის მკვლელობაში ბრალდებული ხუთი სამართალდამცველი მსახურობდა. დეპარტამენტში 2021 წლის ოქტომბერში შეიქმნა და იქ 50 თანამშრომელი იყო დასაქმებული. მათი მოვალეობა კი კრიმინალის დონის შემცირება იყო.

28 იანვარს ტენესის შტატის გადაწყვეტილებით გასაჯაროვდა 7 იანვრის კადრები, სადაც სამართალდამცველების მიერ ტაირ ნიკოლსის დაკავების პროცესია ასახული. კადრებში ჩანს, რომ ნიკოლსი წინააღმდეგობას არ უწევს პოლიციას, თუმცა, ამის მიუხედავად, მის წინააღმდეგ სამართალდამცველები იყენებენ ელექტროშოკს, ურტყამენ მას და წიწაკის სპრეის ასხამენ.

ნიკოლსი მიყენებული ტრავმების შედეგად დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ხუთივე სამართალდამცველს მეორე ხარისხის მკვლელობისა და ადამიანის გატაცების ბრალდება აქვს წარდგენილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა