გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

უკრაინის საგარეო უწყება რომ ამბობს, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები არ უნდა აღდგესო, ეს არ არის უკრაინის საქმე - ალეკო ელისაშვილი

ნახვები: 487 უკრაინის საგარეო უწყება რომ ამბობს, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები არ უნდა აღდგესო, ეს არ არის უკრაინის საქმე - ალეკო ელისაშვილი

უკრაინული მხარე იარაღს რომ ითხოვს, გასაგებია, რადგან ქვეყანა გასაჭირშია და იარაღი სჭირდებათ, თუმცა უკრაინის საგარეო უწყება რომ ამბობს, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები არ უნდა აღდგესო, ეს არ არის უკრაინის საქმე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა უკრაინის საგარეო უწყების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ელისაშვილის თქმით, მისთვის რამდენადაც მიუღებელია რუსეთთან ფრენების აღდგენა, იმდენად გაუგებარია უკრაინის საგარეო სამინისტროს განცხადება, რადგან მათი გადასაწყვეტი არ არის, საქართველოს ვისთან ექნება ფრენა და ვისთან – არა.

„ასეთი განცხადებები არ არის სწორი. ვფიქრობ, რომ კასიანოვი თავის სოლო პარტიას თამაშობს და უნდა, უკრაინაში ვიღაცას თავი მოაწონოს იმით, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აფუჭებს. ეს მაშინ, როცა ელჩი თუ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს და ურთიერთობის გაჯანსება დავიწყოთ. კასიანოვმა ცარიელ ადგილზე წყლის ამღვრევა განაახლა. კასიანოვის საქმე არ არის, საქართველოს ფრენები ვისთან ექნება, ჩვენ სამხედრო აღჭურვილობას ვის გადავცემთ და ვის – არა. ეს ყველაფერი ცუდი და გულდასაწყვეტია ისევე, როგორც ის ურთიერთობა, რაც ორი ქვეყნის მთავრობებს აქვთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა