გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

საგარეო: უკრაინის საგარეო მათი მოქალაქეების საქართველოში ყოფნის საფრთხეს ვერ ხედავს

ნახვები: 488 საგარეო: უკრაინის საგარეო მათი მოქალაქეების საქართველოში ყოფნის საფრთხეს ვერ ხედავს

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა.

"შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე, ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს"- ნათქვამია განცხადებაშია.

გუშინ, 24 ინვარს ანდრი კასინოავმა არ გამორიცხა, რომ საქართველოდან რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უსაფრთხოების რისკების გაზრდის შემთხვევაში, უკრაინის საელჩომ საქართველოდან მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია დაიწყოს, რასაც ქართულ ოცნებაში კრიტიკა მოყვა.

დღეს კასიანოვი გამოეხმაურა მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს ამ თემაზე და თქვა, რომ მისი განცხადება კონტექსტიდან ამოგლიჯეს.

დღესვე, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა