რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" შემოგვთავაზა სტატია, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უცნობი ფაქტებია ნახსენები, როდესაც ის ჯერ კიდევ ყაზანის "რუბინში" ასპარეზობდა.
გთავაზობთ საინტერესო ნაწყვეტებს სტატიიდან, რომელიც ალბათ ბევრ თქვენგანს არ ეცოდინება:
არ სვამს, მაგრამ ქართული ღვინო საუკეთესოდ მიაჩნია
ხვიჩამ მაშინვე ქართული პროდუქციის სასარგებლოდ დაიწყო საუბარი და მის მშობლიურ ღვინოზე თქვა: "სახლშიც კი არ ვსვამ, მაგრამ ვიცი, რომ მსოფლიოში ქართული ღვინო საუკეთესოა!". საინტერესოა, რომ ფეხბურთელის მამა ბადრი კვარაცხელია მეღვინეა...
უარი შეთავაზებულ კონტრაქტებზე
Nike, Puma Adidas-ი მას კონტრაქტებს სთავაზობდნენ, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ბუცებით მოამარაგებდნენ. ასევე, მაღაზიების ხაზში აღჭურვილობის მიღების შესაძლებლობა ექნებოდა, რაზეც ქართველი არ დათანხმდა. მას მიაჩნდა, რომ როდესაც ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გახდებოდა, უკეთეს პირობებს შესთავაზებდნენ.
ალბათ, "ნაპოლიში" ასეთი სეზონის შემდეგ "კვარა" საბოლოოდ მიიღებს შეთავაზებებს ტექნიკური სპონსორებისგან, რაც მოიცავს არამხოლოდ ბუცებისა და სხვა აღჭურვილობების მიცემას.
ხინკლის სიყვარული
ხვიჩა ყაზანში ერთ-ერთი რესტორნის ხშირი სტუმარიც იყო, სადაც ქართველები მუშაობდნენ და ხინკალს ამზადებდნენ.
კვარაცხელიამ ამ ადამიანებთან ახლო მეგობრული ურთიერთობა დაამყარა და ხინკალს მხოლოდ მათგან ყიდულობდა.