ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მანჯგალაძე კობახიძეზე: გავრილოვთან პოლიტიკური ფლირტის გამო ერთხელ ლამის დაასრულა პოლიტიკური კარიერა და თუ ასე გააგრძელებს, მალე მოუწევს დასრულება

ნახვები: 608 მანჯგალაძე კობახიძეზე: გავრილოვთან პოლიტიკური ფლირტის გამო ერთხელ ლამის დაასრულა პოლიტიკური კარიერა და თუ ასე გააგრძელებს, მალე მოუწევს დასრულება

თურმე CNN და დასავლეთი არიან "გლობალური ომის ძალები" და ლავროვი და გავრილოვი ყოფილა კეთილისმყოფელი - კობახიძეს „გამორჩა" და გამოაქვეყნოს ტრანზიტთან დაკავშირებული სტატისტიკაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მანჯგალაძის თქმით, უმრავლესობის წევრების განცხადებებიდან შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება არ ემზადება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის, არამედ, „საქართველოს ამზადებენ რუსეთ-ბელარუსის კავშირში გასაწევრიანებლად".

„კობახიძე აგრძელებს ანტიდასავლურ მავნებლურ პათოსს, რომ თავის ღალატი გაამართლოს. როცა CNN-ზე საუბრობს და მოიაზრებს "გლობალური ომის ძალის" შემადგენელ ნაწილად, როგორც დაამკვიდრეს ეს ტერმინი, თურმე CNN, დასავლეთი, დავოსში შეკრებილი ლიდერები არიან "გლობალური ომის ძალები," რომლებსაც საქართველოსთვის ცუდი უნდათ და ლავროვი და გავრილოვი ყოფილან კეთილისმყოფელი. კობახიძემ გავრილოვთან პოლიტიკური ფლირტის გამო ერთხელ ლამის დაასრულა პოლიტიკური კარიერა და თუ ასე გააგრძელებს, მალე მოუწევს დასრულება. რუსეთი აკრიტიკებს და არ მოსწონს ევროპელი ლიდერები, უნგრეთის პრემიერის, ბელარუსის და სერბეთის პრეზიდენტის გარდა, ამ რიგში ჩაეწერა კობახიძე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის კი არ ემზადებიან, საქართველოს ამზადებენ რუსეთ-ბელარუსის კავშირში გასაწევრიანებლად. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, კობახიძეს "გამორჩა" და შეგნებულად იტყუება, ტრანზიტთან დაკავშირებული ინფორმაცია, გამოაქვეყნოს სტატისტიკა, რამდენი პროცენტით არის გაზრდილი ტრანზიტული ტვირთების რაოდენობა,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

 

„სიენენის“ ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს - ირაკლი კობახიძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა