გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ვოლოდიმირ ზელენსკი - კიდევ მოგვიწევს თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის ბრძოლა

ნახვები: 487 ვოლოდიმირ ზელენსკი - კიდევ მოგვიწევს თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის ბრძოლა

კიდევ მოგვიწევს თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის ბრძოლა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რამშტაინის” ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს „რამშტაინისა” და უკრაინისთვის თავდაცვითი ამბების დღეა, რომლებიც კვირიდან კვირამდე ჩვენს დიპლომატიურ მარათონს მოაქვს. ყოველთვის არ არის შესაძლებელი საჯაროდ იმის თქმა, რის შესახებ მიდის საუბრები “რამშტაინის” ფორმატში. ეს დახურული დისკუსიაა და ასე უნდა იყოს.

მთლიანობაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღევანდელი “რამშტაინი” ჩვენს გამძლეობას გააძლიერებს. პარტნიორები პრინციპულები არიან თავიანთ დამოკიდებულებაში - ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინას რამდენიც საჭიროს ჩვენი გამარჯვებისთვის.

კი, კიდევ მოგვიწევს თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის ბრძოლა, მაგრამ ყოველდღიურად უფრო თვალსაჩინოს ვხდით იმის უალტერნატივობას, რომ ტანკების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა