გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

სალომე ზურაბიშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო

ნახვები: 493 სალომე ზურაბიშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.

„ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს. თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.

ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა