ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

დნიპროს მერი ბორის ფილატოვი - არესტოვიჩი არის თვითშეყვარებული ნარცისი, რომელმაც ვითარების დისკრედიტაცია მოახდინა

ნახვები: 566 დნიპროს მერი ბორის ფილატოვი - არესტოვიჩი არის თვითშეყვარებული ნარცისი, რომელმაც ვითარების დისკრედიტაცია მოახდინა

არესტოვიჩი არის თვითშეყვარებული ნარცისი, რომელმაც ვითარების სრული დისკრედიტაცია მოახდინა, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა, ქალაქის მერი ბორის ფილატოვი.

„ის არის ისეთი თვითშეყვარებული ნარცისი, რომელსაც, ალბათ, აქვს რაღაც სახის ინდულგენცია, ან რაღაც უპირეტესობებები ზოგიერთი ლიდერისგან ბანკოვაიაზე. ამაზე რეაგირებაა საჭირო.. ეს არის საჩუქარი რუსული პროპაგანდისთვის. რატომ აკეთებს ის ამას? მიმაჩნია, რომ მას რუსეთის უსაფრთხეოების სამსახურის კონტრდაზვერვამ კითხვები უნდა დაუსვას. კაცი გამოვიდა და ამ ვითარების სრული დისკრედიტაცია მოახდინა“, - დარწმუნებულია ფილატოვი.

შეგახსენებთ, რომ დნიპროზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად 25 ადამიანი დაუღუპა და ათობიოთ დაშავდა.

უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ შესაბამისი ტიპის რაკეტების ჩამოსაგდები საშუალებები არ გააჩნიათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა