გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

CNN - ჯო ბაიდენის კერძო სახლში კიდევ ხუთი საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს

ნახვები: 490 CNN - ჯო ბაიდენის კერძო სახლში კიდევ ხუთი საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კერძო სახლში კიდევ ხუთი საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის იურისტებმა დოკუმენტები უკვე გადასცეს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახლად აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტები, საერთო ჯამში, ექვსი გვერდია.

აშშ-ის პრეზიდენტი და მისი თანაშემწეები დოკუმენტების შინაარსთან დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობენ.

გავრცელებული ცნობით, საიდუმლო დოკუმენტები ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს არის შექმნილი. ბაიდენის სახლსა და ანალიტიკურ ცენტრში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აშშ-ის მთავარმა პროკურორმა საქმის გამოსაძიებლად სპეციალური პროკურორი დანიშნა. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იუსტიციის დეპარტამენტთან სრულად თანამშრომლობენ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა