თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

გიული ალასანია - ჩანაწერი არ მომისმენია, არც მინდა, მოვისმინო

ნახვები: 613 გიული ალასანია - ჩანაწერი არ მომისმენია, არც მინდა, მოვისმინო

ჩანაწერი არ მომისმენია, არც მინდა, მოვისმინო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ეს არის სისულელე. საიდან მოიგონეს საერთოდ, რა ჩანაწერი, რას ბოდავენ, რას ჩხლართავენ. არ მომისმენია ეს ჩანაწერი, არც მინდა, მოვისმინო და არც დრო არ მაქვს ამისი. ყველა ხედავს, რითიც ვარ დაკავებული და რასაც ვაკეთებ. ჩანაწერი მოიგონეს ახლა ახალი“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურბაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

1tv.ge

"კურიერის" ექსკლუზივი - გიული ალასანიას აუდიო ჩანაწერი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა