თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

"კურიერის" ექსკლუზივი - გიული ალასანიას აუდიო ჩანაწერი

ნახვები: 629 "კურიერის" ექსკლუზივი - გიული ალასანიას აუდიო ჩანაწერი

"კურიერის" ექსკლუზივი - აუდიო მასალა, რომელიც დღეს "რუსთავი 2-ს" ექსკლუზიურად მოაწოდეს და სადაც მთავარი ფიგურა მიხეილ სააკაშვილის დედაა.

ავთენტიკურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა დიდი ალბათობით ფრაზები, რომელიც მასალაში ისმის, გიული ალასანიას ეკუთვნის.

სააკაშვილის დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორი - ციტატა: "მთავარი ის არის რუსეთი რას ფიქრობს ამ მომენტში" - ამბობს ალასანია, რომელსაც შიში აქვს და არ იცის რა დახვდება მის შვილს საქართველოში.

და კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც თავდაყირა აყენებს მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილ საკუთარ პროდასავლურ ბიოგრაფიას - " არ ვიცი, შეიძლება ისევ თვითონ რუსეთმა არ ჩათვალოს საჭიროდ." რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი წყვეტდა ყოფილი პრეზიდენტის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებას.

ჩანაწერი გაკეთებულია ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლამდე. წუთნახევრიან სკანდალურ მასალაში, დიდი ალბათობით გიულ ალასანია ასევე საუბრობს ოპოზიციაზე, რომელსაც ბუნებით პარაზიტებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ.

ახსენებს გიორგი გახარიას, რომელსაც ვიღაცა მომავლისთვის ამზადებს, მაგრამ ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს, ახსენებს ივანიშვილს, რომელიც რუსებს არ უნდათ და საუბრობს ერთ-ერთ მედიასაშუალებაზე, რომელსაც მასალებს რუსები აწვდიან.

აუდიო მასალაში, რომელიც არ არის უწყვეტი, არ ჩანს ვის ესაუბრება მიხეილ სააკაშვილის დედა. თუმცა ჩანს მთავარი: რუსული ხელი და რუსეთის ფაქტორი იმ მოვლენებში,
რაც ქართულ პოლიტიკაში ბოლო წელიწადნახევარია ხდება.

რუსთავი 2

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა