ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

აშშ უკრაინას VAMPIRE-ს ტიპის 14 ერთეულ სარაკეტო დანადგარს მიაწვდის

ნახვები: 612 აშშ უკრაინას VAMPIRE-ს ტიპის 14 ერთეულ სარაკეტო დანადგარს მიაწვდის

კომპანია L3Harris Technologies-მა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსგან 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი მიიღო, რათა უკრაინას VAMPIRE-ს ტიპის 14 ერთეული სარაკეტო დანადგარი მიაწოდოს, - ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პორტატული VAMPIRE-ს დანადგარი საშუალებას მისცემს უკრაინის სახმელეთო ძალებს მიზანში ამოიღონ, ჩამოაგდონ მოწინააღმდეგის დრონები და ხმელეთზე მოწინააღმდეგისგან შექმნილი საფრთხეებისგან თავი დაიცვან.

მათივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ შეკვეთილი სისტემები მორგებულია იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას სამოქალაქო ინფრასტრუქტურა თავდასხმებისგან დაიცვას.

კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ L3Harris-მა პენტაგონს VAMPIRE-ს 4 სისტემა 2023 წლის შუა პერიოდში, კიდევ 10 კი - 2023 წლის ბოლომდე მოაწოდოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა