მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

ანზორ მელია - ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს, სად არის, მოვიდეს

ნახვები: 631 ანზორ მელია - ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს, სად არის, მოვიდეს

ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილს თამაშს თამაშობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ განაცხადა.

ანზორ მელიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დღეს გამართულ აქციებთან დაკავშირებით.

როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, ის უერთდება აქციას, რომელიც მშვიდობის ხიდზე იმართება.

„მე ვარ იმ აქციაზე, რომელიც თავად პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო. 31-ში უკვე თქვეს, აქცია უნდა იყოს შუშის ხიდთან და მივდივარ იქ“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

კითხვაზე, – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავს, ნაწილი კი – მშვიდობის ხიდზე, რატომ ვერ მოახერხა პარტიამ ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბება? – ანზორ მელიამ აღნიშნა: „ვერ მოახერხებს, ძალიან კარგად იცით ყველამ. ახლა ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, ძალა ერთობაშია. როგორ შეიძლება? ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გადავარჩინოთ. ვინც პირველად დაგეგმა აქცია, იქ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად და მერე რაც უნდათ, ის გააკეთონ“.

მისივე თქმით, არ იყო საჭირო ერთი და იმავე მოთხოვნით ორი აქციის გამართვა.

„ვაი, მაგ პოლიტოკოსებს, ვინც ამ აქციას ატარებს. კახეთში ხომ გააუქმეს, გორში გაუუქმეს, რუსთავში გაუუქმეს, რატომ გაუუქმეს? რატომ? იქიდან უნდა მოიყვანონ ხალხი ალბათ და უნდა აჩვენონ. მე არ ვარ „ნაციონალი“. კი, შვილი მყავს „ნაციონალი“, მაგრამ მე მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გადარჩეს. ღამეები არ მძინავს“, – აღნიშნა ანზორ მელიამ.

კითხვაზე, ემსახურება თუ არა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქცია მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას და ლევან ხაბეიშვილი ასრულებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას, ანზორ მელიამ აღნიშნა: „ეს აქცია მაგ მიზანს არ ემსახურება. ეს არის ივანიშვილის დაკვეთით გაკეთებული აქცია, მეტი არაფერი. ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს, სად არის, მოვიდეს და პირდაპირ ვეტყვი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა