ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პელე „სანტოსის“ სტადიონთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს

ნახვები: 614 პელე „სანტოსის“ სტადიონთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს

ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ქალაქ სანტოსში, Memorial Necrópole Ecumênica-ს ვერტიკალურ სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელიც „სანტოსის“ სტადიონთან ახლოს მდებარეობს.

პელეს ცხედარი სასაფლაოზე „სანტოსის“ საფეხბურთო კლუბის ჰიმნის ფონზე შეასვენეს.

მედიის ინფორმაციით, პელეს დაკრძალვის 24-საათიან საჯარო ცერემონიას, რომელიც “სანტოსის” სტადიონზე ორშაბათს დაიწყო, 230 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა და FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო.

შეგახსენებთ, პელე 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.

მას კარიერის განმავლობაში 1000-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, 2000 წელს კი FIFA-მ იგი საუკუნის მოთამაშედ დაასახელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა