გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

დიმიტრი პესკოვი - გრიპისა და კორონავირუსის მუტაციების გამო, პუტინი ჟურნალისტებთან არ ისაუბრებს - ასეთ პირობებში პრეზიდენტის ჯანმრთელობა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია

ნახვები: 493 დიმიტრი პესკოვი - გრიპისა და კორონავირუსის მუტაციების გამო, პუტინი ჟურნალისტებთან არ ისაუბრებს - ასეთ პირობებში პრეზიდენტის ჯანმრთელობა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია

გრიპისა და „კორონავირუსის მუტაციების” გამო პუტინი ჟურნალისტებთან არ ისაუბრებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, გრიპისა და „კორონავირუსის მუტაციების“ გამო, პუტინი კიდევ დიდი ხანი არ ისაუბრებს ჟურნალისტებთან ისე, „როგორც პანდემიამდე“.

„სიმართლე გითხრათ, არა მგონია უახლოეს პერსპექტივაში ის [პუტინის მედიასთან საუბარი] ზუსტად ისეთივე იყოს, როგორც პანდემიამდე იყო… ასეთ პირობებში პრეზიდენტის ჯანმრთელობა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. ამიტომ მოლოდინი, რომ მალე ისევე იქნება, როგორც ადრე, მცდარი იქნებოდა. გიპასუხებთ: არ იქნება”, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, "მიმდინარეობს კორონავირუსის მუტაციის პროცესები და გრიპის სხვადასხვა შტამების ძლიერი ეპიდემიოლოგიური ტალღები”, ამიტომ მათ, ვინც პასუხს აგებს პუტინის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, “უსაფრთხოების ზომები” უნდა მიიღონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა