ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მე ვთვლი, რომ ის მოიწამლა ციხეში და არა სამედიცინო დაწესებულებაში- ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგი

ნახვები: 611 მე ვთვლი, რომ ის მოიწამლა ციხეში და არა სამედიცინო დაწესებულებაში- ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგი

ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის დადგენილი დემენციის დიაგნოზი მის მოწამვლასთან დაკავშირებულია.

მისივე თქმით, ის თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მეტალებით ციხეში მოიწამლა და არა სამედიცინო დაწესებულებაში.

როგორც სმიტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში ჩართვის დროს აღნიშნა, ის, რომ კვლევის შედეგად სისხლში მძიმე მეტალების არსებობა 26 დღის შემდეგაც გამოვლინდა, ნიშნავს იმას, რომ ნივთიერებები ორგანიზმში დიდი რაოდენობით იყო.

„სააკაშვილის სისხლის ანალიზი გვიან აიღეს, პირველი გულის წასვლიდან 26 დღის შემდეგ. მძიმე მეტალები სისხლის ნაკადიდან ძალიან სწრაფად ქრება, შესაბამისად, ჩვენ ვიკვლევთ ხოლმე თმას, რათა ამ მეტალების არსებობა დავადგინოთ.

ჩემი აზრით, პირველი ინტოქსიკაცია მაისში მოხდა და მოგვიანებით მის ორგანიზმში მოხვედრილმა მძიმე მეტალებმა დააზიანა მისი ორგანოები. როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მას სიმპტომები უკვე ჰქონდა. მე ვთვლი, რომ ის მოიწამლა მანამდე, ციხეში და არა სამედიცინო დაწესებულებაში. მედიცინის პრინციპების მიხედვით, მარტო ლაბორატორიული ტესტი დიაგნოზის დასმის საშუალებას არ გვაძლევს. იმისთვის, რომ დიაგნოზი დაისვას, ლაბორატორიული ტესტები პათოლოგიურ გამოვლინებებს უნდა დავუკავშიროთ. იმისთვის, რომ მოწამვლა დაუკავშირდეს პათოლოგიურ ცვლილებებს, ამისთვის საჭირო იყო, ტესტი მალე ჩატარებულიყო და არა 26 დღის დაგვიანებით. თუ დაგვიანდა, მაშინ უნდა გამოეკვლიათ სხვა ქსოვილები, მაგალითად, თმა.

ის, რომ კვლევის შედეგად სისხლში მძიმე მეტალების არსებობა 26 დღის შემდეგაც გამოვლინდა, ნიშნავს იმას, რომ ნივთიერებები დიდი რაოდენობით იყო ორგანიზმში. ვვარაუდობ, რომ იმდენად მაღალი იყო ამ ტოქსიკური ნივთიერებების დოზა, რომ 5 თვის გასვლის შემდეგაც კი თმაში, შარდსა და ფრჩხილებში მათი კონცენტრაცია მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა.

დემენცია, რომელიც სააკაშვილს დაუდგინდა, დაკავშირებულია მის მოწამვლასთან“, - განაცხადა დევიდ სმიტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა