ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ხატია დეკანოიძე - პოლიცია 10 კაცისგან იცავს ადმინისტრაციულ შენობებს და გუშინ ისე მოახერხა ამდენმა ადამიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შესვლა, ერთი პოლიციელიც არ ყოფილა

ნახვები: 607 ხატია დეკანოიძე - პოლიცია 10 კაცისგან იცავს ადმინისტრაციულ შენობებს და გუშინ ისე მოახერხა ამდენმა ადამიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შესვლა, ერთი პოლიციელიც არ ყოფილა

პრეზიდენტის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება ევროპულ მომავალს საშვილიშვილოდ დავემშვიდობოთ - ზიზღი, რომელიც პროპაგანდისტულად გამოიყენება "ქართული ოცნების" მიერ, ყველას ჩაიტანს. ამ ზიზღიდან გამარჯვებული ვერავინ გამოვა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ პრეზიდენტის სასახლესთან გამართული აქცია "ქართული ოცნების" ორგანიზებული იყო.

„პოლიცია ხშირად 10 კაცისგან იცავს ხოლმე ადმინისტრაციულ შენობებს და გუშინ ისე მოახერხა ამდენმა ადამიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შესვლა, რომ ერთი პოლიციელიც არ ყოფილა. ეს არის დამადასტურებელი იმისა, თუ ვისი ორგანიზებული იყო აქცია.

საქართველოში შურისძიება უნდა დასრულდეს, უნდა დასრულდეს ეს ზიზღის ენა, უნდა იყოს ობიექტური მართლმსაჯულება და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი უნდა იყოს თავისუფალი. პრეზიდენტის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება ევროპულ მომავალს საშვილიშვილოდ დავემშვიდობოთ. ეს არის მთავარი. მე რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყო, ახლა ვილაპარაკებდი დიდი პოლიტიკური შერიგების აქტზე, მაგრამ სამწუხაროდ, ხდება ის, რაც ხდება, ამიტომ მოდით ვთქვათ, რომ ზიზღი, რომელიც პროპაგანდისტულად გამოიყენება "ქართული ოცნების" მიერ, ჩაიტანს ყველას. ამ ზიზღიდან გამარჯვებული ვერავინ გამოვა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა