ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გია ვოლსკი - რეზიდენციასთან ის ხალხი მივიდა, ვისაც პრეზიდენტის ორაზროვანი განცხადებების გამო, ეჭვები დაებადა

ნახვები: 615 გია ვოლსკი - რეზიდენციასთან ის ხალხი მივიდა, ვისაც პრეზიდენტის ორაზროვანი განცხადებების გამო, ეჭვები დაებადა

დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ის ხალხი მივიდა, ვისაც პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გამო, გარკვეული ეჭვები დაებადა - მათ პრეზიდენტის მკაფიო პასუხი და ვრცელი განმარტება სჭირდებათ და არა გაკაპასებული მოქალაქის, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილოს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მის მიმართ მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზებული შეტევა ხორციელდება.

“მან ზუსტად იცის, საიდან მოდის ამის ორგანიზება და საიდან მოდის ეს აქტივობები. საჭიროა მკაფიო პასუხი - არც ჰუმანიტარული, არც ადამიანური, არც მორალური ნაწილი არ არის იმის საფუძველი, რომ სააკაშვილი შეიწყალოს! სამართლებრივ ნაწილზე სასამართლო აგებს პასუხს. რაღაც დეტალებზე კამათი და არგუმენტების მოყვანა შეიძლება, მაგრამ დღეს ის ხალხი გამოვიდა, რომელთაც პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გამო გარკვეული ეჭვები დაებადა. ამ ეტაპზე სწორედ ამას სჭირდება პასუხი და ვრცელი განმარტება. ამ ადამიანმა ადამიანები აწამა და ყველანაირი ნორმა დაარღვია - იქნება მმართველობის თუ ადამიანური ურთიერთობების... პრეზიდენტის განცხადებები გარკვეულ ორაზროვნებას შეიცავს - ამას უკავშირდება მიტინგიც, არ შეიძლება ყველაფერი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დააბრალო.

ერთადერთი რაც ზუსტად ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, ეს არის საკმაოდ მძლავრი და კარგად დაგეგმილი შეტევა პრეზიდენტზე, მათ შორისაა მისი ბულინგი!“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა