ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კახა კალაძე - არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არაა, ეს არის დადგმული სპექტაკლები

ნახვები: 616 კახა კალაძე - არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არაა, ეს არის დადგმული სპექტაკლები

საერთოდ ყველაფერი დადგმულია - მისი შემოტანა როგორც განუბაჟებელი საქონელი, დაწყებული აქედან, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს - ეს პირადად მისთვის და მისი კარიერისთვის უმძიმესი იქნება.

„არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. საერთოდ ყველაფერი დადგმულია - მისი შემოტანა როგორც განუბაჟებელი საქონელი დაწყებული აქედან, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. ეს არის მიზანმიმართული, დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტი და ხელშეკრულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართოს პიარ-კამპანია. ყველა დამნაშავემ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და ზოგადად მისი კარიერისთვის. ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება მე არ ვიცი ეს ალბათ პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ", - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ასევე, 4 იანვარს დაგეგმილ აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ესეც სპექტაკლის ნაწილია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა