ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

შალვა პაპუაშვილი - გამიკვირდა, რომ ბევრი, ოპოზიციიდან იქნებოდა თუ სხვა ე.წ. ელიტა, არც კი გამოეხმაურა პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს

ნახვები: 611 შალვა პაპუაშვილი - გამიკვირდა, რომ ბევრი, ოპოზიციიდან იქნებოდა თუ სხვა ე.წ. ელიტა, არც კი გამოეხმაურა პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გაუკვირდა, რომ ბევრი ადამიანი ოპოზიციიდან თუ ე.წ. ელიტიდან არ გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულის გამო იმედგაცრუებულია.

„გუშინ მართლაც ისტორიული დღე იყო როგორც საქართველოს ეკლესიის ისტორიისთვის, ისე საქართველოსთვისაც. აღვნიშნავდით პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გახლავთ პატრიარქი, რომელიც ყველაზე ხანგრძლივად უძღვება ქართულ ეკლესიას. გარდა იმ დამსახურებისა, რომელიც აქვს მას, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლს, თავად ეს მოვლენაც არის ისტორიული, რომ ამდენი ხანი არის პატრიარქი, ასეთი კავშირი აქვს ერთან, დღეს ყველა ეპისკოპოსი არის მისი ხელდასმით ეპისკოპოსი. შესაბამისად, ეს კავშირი ეკლესიაში არის განსაკუთრებული. ამიტომ მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენა იყო და მართლა გამიკვირდა, რომ ბევრი, ოპოზიციიდან იქნებოდა თუ სხვა ე.წ. ელიტა, საერთოდ არც კი გამოეხმაურა ამ საკითხს. ეს არ არის მხოლოდ ისტორიის ან რელიგიის საკითხი, ეს არის, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის საკითხი, რადგან ქართულ ეკლესიას კონსტიტუციითაც კი აღიარებული აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს ისტორიაში, ასევე ჩვენს თანამედროვეობაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტს და თარიღს გუშინ ე.წ. ელიტა არ გამოეხმაურა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა