პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ირაკლი ღარიბაშვილი - წლის განმავლობაში, მთავარი გამოწვევა და პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის იყო უკრაინაში ომი, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მსოფლიო წესრიგი

26.12.2022 ნახვები: 577

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის მთავარი მოვლენა, გამოწვევა და პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის იყო უკრაინაში ომი.

როგორც მან „ელჩების კონფერენცია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთის გაუმართლებელმა სამხედრო აგრესიამ, თავდაყირა დააყენა მსოფლიო დღის წესრიგი.

„მთელი წლის განმავლობაში, მთავარი მოვლენა, მთავარი გამოწვევა და პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის იყო უკრაინაში ომი, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც რეალურად თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი. მინდა დავეთანხმო ილია დარჩიაშვილს, ჩვენი საელჩო და ჩვენი ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე არ ტოვებდნენ კიევს, მაშინ, როცა სხვა ქვეყნის საელჩოები ტოვებდნენ კიევს. ჩვენი საელჩო ბოლო წუთამდე ასრულდება დაკისრებულ მოვალეობას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საელჩოსა და ჩვენს ელჩს უკრაინაში, თითოეულ თანამშრომელს.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა დღეს მიმდინარე მოვლენები. ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვინაიდან აღნიშნული ომი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ თავად უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს და ბუნებრივია, ამ ომს და მის შედეგებს გავლენა ექნება არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. აუცილებელია ამ კონფლიქტის, ამ ომის დროულად დასრულება, ეს არის ჩვენი სურვილი. მინდა უკრაინელ მეგობრებს და უკრაინელ ხალხს ვუსურვო ამ ომის სწრაფად დასრულება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მათი სუვერენიტეტის მიმართ. მინდა აღვნიშნო, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებსა და ხალხს. ომის დაწყების დღიდან, პრაქტიკულად ყველა პლატფორმაზე, მხარი დავუჭირეთ ხმამაღლა უკრაინას, მივუერთდით 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ყველა ფორმატში ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა