გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

რუსეთის ვიცე-პრემიერი - რუსეთი მზადაა, Yamal-Europe-ის გაზსადენით ევროპისთვის გაზის მიწოდება განაახლოს

ნახვები: 492 რუსეთის ვიცე-პრემიერი - რუსეთი მზადაა, Yamal-Europe-ის გაზსადენით ევროპისთვის გაზის მიწოდება განაახლოს

რუსეთი მზად არის, განაახლოს ევროპისთვის გაზის მიწოდება Yamal-Europe-ის გაზსადენით, რომელიც ადრე შეჩერებული იყო პოლიტიკური მიზეზების გამო, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადა.

„ევროპის ბაზარი აქტუალური რჩება, რადგან გაზის დეფიციტი გრძელდება და ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ მიწოდება. მაგალითად, Yamal-Europe გაზსადენი, რომელიც პოლიტიკური მიზეზების გამო შეჩერდა, გამოუყენებელი რჩება“, - განაცხადა ნოვაკმა.

მისი თქმით, ევროპის მხრიდან გაზზე მოთხოვნა იზრდება.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს გაზზე მოთხოვნაა. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ევროპის, როგორც ჩვენი პროდუქციის გაყიდვის პოტენციურ ბაზრად განხილვას. გასაგებია, რომ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც დასრულდა „ჩრდილოეთის ნაკადის“ წინააღმდეგ დივერსიული აქტებით“, - რუსეთის ვიცე პრემიერმა.

მაისში უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით ევროპაში გაზის ნაკადი შეამცირა. რამდენიმე საათის შემდეგ კომპანია „გაზპრომმა“ პოლონეთზე გამავალი Yamal-Europe გაზსადენის გავლით გერმანიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა. რუსული მედიის ცნობით, „გაზპრომი“ იძულებული გახდა შეეჩერებინა მიწოდება მაკონტროლებელ კომპანია EuRoPol GAZ-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა