ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის ადვოკატი დილით ამბობს, რომ მოწამლეს, საღამოს უარყოფს - წარმოუდგენელია

ნახვები: 612 შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის ადვოკატი დილით ამბობს, რომ მოწამლეს, საღამოს უარყოფს - წარმოუდგენელია

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მისიჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ყველაფრის მიზანია, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა შეირყეს.

"ამ ყველაფერში თან უნდათ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების, სხვადასხვა დაწესებულებების მიმართ ნდობა შეარყიონ, არადა, თავად ის ადვოკატებს, რომლებიც ჩართულები არიან, დარწმუნებული ვარ, თავისი პროფესიული კარიერის მანძილზე მრავალჯერ მიუმართავთ სამხარაულის ეროვნული ბიუროსთვის და მრავალჯერ მათ ექსპერტიზაზე დაყრდნობით პროცესები უწარმოებიათ.

რაც შეეხება მოწამვლას, ჩვენ ვნახეთ, დილით ამბობს იგივე ადვოკატი, რომ მოწამლეს, საღამოს უარყოფს, რომ არა, არ მოწამლეს. დილით ამბობს მისი რომელიმე მეგობარი ან იქნება სტატია თუ რეპორტაჟი ამა თუ იმ ტელევიზიაში, რომ სააკაშვილი მოწამლეს, საღამოს თავად სააკაშვილი ამბობს, რომ არავინ არ მოწამლა. წარმოუდგენელია. დასკვნები, რომელიც ათას გვერდზეა, თითქოს საზოგადოებას შინაარს არ აცნობენ.

პირდაპირი მანიპულაცია იყო ანალიზში, როდესაც მითითებული იყო რაღაც მაჩვენებელი და არ იყო მითითებული, რა ითვლებოდა ზედა და ქვედა ზღვრად",-განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა