გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ანა წითლიძე - არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას

ნახვები: 487 ანა წითლიძე - არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე მიხეილსააკაშვილს საქართველოდან სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ.

ის შიმშილობის მე-11 დღესაც ხელისუფლებას და ყველას, „ვისაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს“, მოქმედებისკენ მოუწოდებს.

"მინდა შობა მივულოცო ყველას და ვთქვა, რომ დღეს არის დღე, როცა დაიბადა ქრისტე, რომელიც შემდეგ ჯვარს ეცვა თითოეული ჩვენგანის ცოდვების გამო და რომელმაც გვითხრა, რომ "გიყვარდეს მტერი შენი და სიკეთე უქენი შენს მოძულეებს და ჩემი შიმშილობის მე-11 დღეს, მე მინდა, ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ, მე არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა