გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

შეცდომა იყო, აღარ განმეორდება-გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი ბათუმის სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ნახვები: 493 შეცდომა იყო, აღარ განმეორდება-გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი ბათუმის სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირი იოსებ სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარი აღკვეთის ღონისძიების სახით დააკისრა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, იოსებ სირაბიძეს დაზარალებულთან მიახლოება და ყველა სახის კომუნიკაცია აეკრძალა.

„ბრალდებულს დაეკისროს გირაოს სახით 5000 ლარი”,- განაცხადა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ.

შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარე, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს, 3000 ლარის ოდენობით სთავაზობდა. თავად ბრალდებულმა, ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ მომხდარი მისი მხრიდან შეცდომა იყო.

„ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული. მეორეჯერ არ განმეორდება”, - განაცხადა სირაბიძემ.

ცნობისთვის, დაკავებულ იოსებ სირაბიძეს სასჯელის სახის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს თავს სამი დღის წინ დაესხნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას. აღსანიშნავია, რომ იოსებ სირაბიძე „კონსერვატიული პარტიის” წევრია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა