გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ალექსანდრე ლუკაშენკო - ვხედავთ მეზობელი ქვეყნების მზადყოფნას ჩვენს წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის განსახორციელებლად

ნახვები: 569 ალექსანდრე ლუკაშენკო - ვხედავთ მეზობელი ქვეყნების მზადყოფნას ჩვენს წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის განსახორციელებლად

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ხედავს მეზობელი ქვეყნების მზადყოფნას ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიისთვის.

„არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ასეთ მზადყოფნას ჩვენი მეზობლების მხრიდან. ვიცით, ვინ უბიძგებს ამ მეზობლებს, რომ ჩვენს საზღვრებზე დაძაბულობა შექმნან“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, არსებულმა სიტუაციამ განაპირობა გადაწყვეტილება სწრაფი რეაგირების ძალების შემოწმებასთან დაკავშირებით.

„ჩვენს არმიას ჰყავს სწრაფი რეაგირების ძალები. თუ რაიმე მოულოდნელად ხდება, ეს ძალები იგზავნება იქ, სადაც დაძაბულობაა. მივიღე გადაწყვეტილება, შევამოწმო ეს სწრაფი რეაგირების ძალები“, - განმარტა ლუკაშენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა