ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

სალომე ზურაბიშვილის ძმა - მიხეილ სააკაშვილის ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში კომპლექსური მკურნალობა ესაჭიროება, ეს არ შეიძლება საკამათო იყოს!

ნახვები: 619 სალომე ზურაბიშვილის ძმა - მიხეილ სააკაშვილის ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში კომპლექსური მკურნალობა ესაჭიროება, ეს არ შეიძლება საკამათო იყოს!

მიხეილ სააკაშვილის ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში კომპლექსური მკურნალობა ესაჭიროება. ეს არ შეიძლება საკამათო იყოს! ეს ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ღირსების საკითხია! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელმა, ოთარ ზურაბიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, საქმე ეხება საქართველოს იმიჯს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, არ აღდგება.

„წელიწადზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია საქართველოში. სამშობლოში დაბრუნებისას მან იცოდა, რომ დააკავებდნენ, რადგან საქართველოში ის დაუსწრებლად გაასამართლეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ასეთი არჩევანი გააკეთა. დღეს არ მსურს ვისაუბრო არც ამ არჩევანზე და არც მისი საქციელის შეფასებაზე. ამის დრო არ არის.

მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რა პრეტენზიებიც მის მიმართ შეიძლება გვქონდეს, იყო საქართველოს ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფოს შექმნას საფუძველი ჩაუყარა.

დღეს სამედიცინო ექსპერტთა კომიტეტმა მისი ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის და სავარაუდო მოწამვლის შესახებ გაგვაფრთხილა. მას ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში. ეს არ შეიძლება საკამათო იყოს! ჰუმანურობა მოითხოვს! ეს ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ღირსების საკითხია!

ბოლოს და ბოლოს, საქმე ეხება საქართველოს იმიჯს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში არ აღდგება. ეს სასწრაფოა! ეს აუცილებელია!“ - წერს ოთარ ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა