გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ანი წითლიძე - პოლარიზაციის დასრულების მთავარი ბერკეტი ხელისუფლებას და პრეზიდენტს აქვთ და არა ოპოზიციას

ნახვები: 568 ანი წითლიძე - პოლარიზაციის დასრულების მთავარი ბერკეტი ხელისუფლებას და პრეზიდენტს აქვთ და არა ოპოზიციას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის განცხადებით, შიმშილობის მეხუთე დღეს მოთხოვნა არის უცვლელი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე წითლიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში პოლარიზაციის დასრულების მთავარი ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს აქვთ და არა ოპოზიციას და პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო მაგალითი იქნება ის, რომ ადამიანი პატიმრობაში არ მოკლან.

„მინდა აქედან მხნეობა ვუსურვო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენი მოთხოვნა შიმშილობის მეხუთე დღეს რჩება უცვლელი - გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. კარგია, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს პოლარიზების შემცირებაზე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 12 სავალდებულო პუნქტიდან ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ პოლარიზების შემცირება, პოლარიზების შემცირების მთავარი ბერკეტი კი აქვს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს. პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო მაგალითი იქნება, რომ არ მოკლან ციხეში ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც გაყალბებული არჩევნებითაც კი ამ ქვეყანაში ჰყავს 600 ათასი ამომრჩეველი. ამიტომაც, ჩემი მიმართვის ადრესატები იქნებიან ადამიანები, ვისაც აქვთ ბერკეტი, რომ ამ ქვეყანაში დაასრულონ პოლიტიკური ანგარიშსწორება, ზიზღი, შური და ბოღმა -ეს არის ხელისუფლება. პოლიტიკური ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფაქტი არის ისიც, რომ გვერდით მოშიმშილე ადამიანი მიდგას - გენერალი ჯანაშია, რომელიც 10 წელია პოლიტიკურად იდევნება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ის ასრულებდა უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი, გვინდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, მაშინ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, შურისძიება და ზიზღი. ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისთვის, რომ გადავარჩინოთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე“, - განაცხადა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა