გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

სვენ მიქსერი - ღრმად ვარ შეშფოთებული რიტორიკის გამო, რომ ევროკავშირს და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ

ნახვები: 493 სვენ მიქსერი - ღრმად ვარ შეშფოთებული რიტორიკის გამო, რომ ევროკავშირს და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ

ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი და საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ევროპასა და მშვიდობას შორის. სინამდვილეში, ევროპის არჩევა მშვიდობის არჩევას ნიშნავს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, შემაშფოთებელია ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკა, რომლებიც ევროკავშირს ადანაშაულებენ იმაში, რომ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ.

„რაც შეეხება რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ვაფასებ საქართველოს მკაფიო პოზიციას სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. საქართველო ევროკავშირთან ერთად აძლევს ხმას რუსეთის აგრესიისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დასაგმობად. ამასთან, ღრმად ვარ შეშფოთებული ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკის გამო, რომლებიც ადანაშაულებენ ევროკავშირსა და ჩვენს პარტნიორებს, რომ მათ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ. ევროკავშირი მდგრადად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას. ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი და საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ევროპასა და მშვიდობას შორის. სინამდვილეში, ევროპის არჩევა მშვიდობის არჩევას ნიშნავს“, - აღნიშნა სვენ მიქსერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა