გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ლევან ხაბეიშვილი:მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესები დაჩქარდეს, რადგან ყველა დღე მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის

ნახვები: 489 ლევან ხაბეიშვილი:მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესები დაჩქარდეს, რადგან ყველა დღე მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის

ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესები დაჩქარდეს, რადგან ყველა დღე მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ცალკეულმა პოლიტიკოსებმა თეთრი ხალათი მოირგეს ისეთ განცხადებებს აკეთებენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ კილომეტრში უჭირთ ადამიანის მოყვანა და ვიზუალურად გამოჩენა. შესაბამისად, საზოგადოება კარგად ხვდება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კარგად რომ იყოს, მას არ დამალავდნენ, აჩვენებდნენ საზოგადოებას, როგორ მდგომარეობაშია და თუ აჩვენებენ ვიზუალურადაც აღქმადი იქნება ის, რაზეც პროფესიონალები საუბრობენ, მათ შორის ექსპერტები, ექიმები და არა პოლიტიკოსები, რომლებმაც თეთრი ხალათი მოირგეს, თითქოს ყოველდღე ფორმა 100-ში იყურებიან ისეთ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია სამართლებრივად, ჰუმანიტარული მიზნით განიხილონ საკითხი, რომელიც ასე უნდა იყოს დაყენებული და არა პოლიტიკურ ჭრილში, კობახიძემ მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან იუსტიციის მინისტრის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ რატი ბრეგაძის პოზიციის გამო წუხს.

„ვწუხვარ ასეთი ბოღმიანი განცხადებების გამო, რომელიც ორღობის ჭორაობას ჰგავს და თან ამას აკეთებს იუსტიციის მინისტრი. როცა მინისტრი იმუქრება, რაღაცას გავასაჯაროებ, ამას და იმას ვიზამ, ადამიანზე, პუტინთან მებრძოლ პრეზიდენტზე ნიშნის მოგებით საუბრობს, თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს ან პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზუალურად ჩვენება არის საშიში იმიტომ, რომ მძიმე მდგომარეობაშია, აჩვენონ მაშინ საზოგადოებას. ასეთი ბინძური განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ემსახურება ვიქტორ ჯაფარიძისნაირი ადამიანები რომ გამოკვებონ, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს",-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, მან ევროპარლამენტარების განცხადებაც შეაფასა და განაცხადა, რომ საერთაშორისო არენაზე ქვეყნის იმიჯი ზიანდება.

"პირდაპირ ეთერში რომ გვაყურებინებენ პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას, ესეთ ხალხს და ქვეყანას ევროკავშირში, ცივილიზებულ სამყაროში არ ელოდებიან. ამისთვის არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მიზნით პრეზიდენტ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა