გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მირიამ ლექსმანი - ერთ ოლიგარქს პოლიტიკურ ლანდშაფტზე კვლავ გადაჭარბებული ზეგავლენა აქვს

ნახვები: 490 მირიამ ლექსმანი - ერთ ოლიგარქს პოლიტიკურ ლანდშაფტზე კვლავ გადაჭარბებული ზეგავლენა აქვს

ერთ ოლიგარქს საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე კვლავ გადაჭარბებული ზეგავლენა აქვს. ვხედავთ ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმებს, სასამართლო სისტემა არასწორად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლისთვის და პოლიტიკური პროცესები უარესდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა.

„საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რეფორმების განხორციელების კუთხით ლიდერი ქვეყანა იყო. ეს კიდევ უფრო იმედის გამაცრუებელს ხდის უარყოფით ტენდენციებს, რომლებიც გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე. უნდა ვაღიაროთ, გარკვეული პროგრესი ზოგიერთ სექტორულ რეფორმაში, მაგრამ არ შეიძლება უგულებელვყოთ დემოკრატიული პროცესებისა და კანონის უზენაესობის საერთო მდგომარეობა. პოლიტიკური ლიდერები ღრმად ყოფენ არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეს, არამედ საზოგადოებას. მმართველი პარტია განაგრძობს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების უგულებელყოფას. ერთ ოლიგარქს პოლიტიკურ ლანდშაფტზე კვლავ გადაჭარბებული ზეგავლენა აქვს. ვხედავთ ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმებს, სასამართლო სისტემა არასწორად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლისთვის და პოლიტიკური პროცესები უარესდება. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ველით, რომ ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული პოლიტიკური ბრალდებები უნდა გაუქმდეს და ის უნდა გათავისუფლდეს. ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობის გავლის საშუალება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, გამოწვევების გადალახვა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა