რატომ აღარ განმეორდება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი და რატომ ვერ ჩამოშლის პროტესტი ძალოვან სისტემას?
მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ქალი დააკავეს
Politico: ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების საგზაო რუკებს ამზადებს, საქართველო მათ შორის არ არის
ტრამპი ბრიტანეთში აშშ-ის ავიაბაზასთან დაკავებულებზე: ისინი სერიოზული ზიანის მიყენებას გეგმავდნენ
გიგა ბოკერია კობახიძის განცხადებაზე: ჩუმად როგორ შეხვდა ტრამპს, არ ვიცი, ამ ხელისუფლების პირობებში დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება გამორიცხულია
დათო გამცემლიძე: აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება დაუშვებელია, მაშინაც კი, როდესაც ათასგზის მართალი ხარ
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება
ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის წინადადებით გამოდის

ნახვები: 632 ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის წინადადებით გამოდის

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

წინადადების თანახმად, ახალმა სასანქციო პაკეტმა უნდა გაითვალისწინოს სამ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ახალი სანქციების ფარგლებში სასანქციო სიაში დაახლოებით კიდევ 200 ფიზიკური პირი უნდა შევიდეს და აიკრძალოს ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა.

ფონ დერ ლაიენის წინადადება ასევე მოიცავს რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტის აკრძალვას. გარდა ამისა, ევროკომისიას სურს საექსპორტო შეზღუდვების შემოღება ორმაგი დანიშნულების საქონელზე - “საკვანძო ქიმიურ ნივთიერებებზე, ნეიროპარალიტიკურ ნივთიერებებზე, ელექტრონიკასა და IT-კომპონენტებზე”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა