ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე-რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება?

ნახვები: 613 ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე-რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება?

არავინ არავისზე პასუხისმგებლობის გადატანას არ ცდილობს, არავის არავითარი პასუხისმგებლობა არავისზე გადასატანი არ აქვს - თუკი პატიმარი სერვისს არ იღებს, ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არის ის მის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. ოხანაშვილის შეფასებით, სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარია.

„მას სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ, სასჯელაღსრულების დაწესებულება, ყველა შესაბამისი ორგანო ჩართულია, რომ ყველა სერვისი მიეწოდოს, რაც მას სჭირდება, მაგრამ ისმის მეორე საკითხი - თუ ეს პატიმარი მიზანმიმართულად არ იღებს სერვისს, მაშინ რა უნდა გაკეთდეს, ან საზღვარგარეთ მიიღებს ამ სერვისს? ან რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება და აქ საჭირო სერვისს ვერ სთავაზობენ. მე ამ კითხვებზე პასუხი არ მომისმენია. ეს არის სამწუხარო ახირება, პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა, მისი პარტიის წარმომადგენლებისგან უფრო შესაძლოა, ვიდრე მისი მხრიდან, გახსოვთ, რომ ეს ადამიანი თვითონ ამბობდა რომ ეჭვი არ აქვს მოწამვლასთან დაკავშირებით.

თუკი პატიმარი სერვისს არ იღებს, ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არის ის მის ჯანმრთელობაზე და იძულების წესით რაიმე მექანიზმი რომ სერვისი შესთავაზონ, არ არის. არავინ არავისზე პასუხისმგებლობის გადატანას არ ცდილობს, არავის არავისზე არავითარი პასუხისმგებლობა გადასატანი არ აქვს. ყველა სახელმწიფო უწყება არის მოწოდების სიმაღლეზე, 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება ამ პატიმარს ყველა ის სერვისი რაც საჭიროა მისი ჯანმრთელობისთვის. ის არის პრივილეგირებული პატიმარი, ეს ფაქტია, თუ ჭირდება მის ჯანმრთელობას სამედიცინო სერვისი უნდა მიეწოდოს, ყველა პატიმარს უნდა მიეწოდოს, თუმცა ეს ადამიანი გახლავთ კიდევ უფრო მეტად პრივილეგირებული, ის არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არის სამედიცინო დაწესებულებაში და რადგან მისი ჯანმრთელობა არის პრიორიტეტული ყველა შესაბამისი უწყებისთვის, ხდება მისთვის სერვისების მიწოდება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა