დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

გიორგი ვაშაძე - მივმართავ პრეზიდენტს, ექსპერტული შეფასებების დრო არ არის

05.12.2022 ნახვები: 565

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანმა" (ALDE) მიიღო რეზოლუცია, რომელმაც აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა, რომ საქართველომ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტი უნდა შეასრულოს.

ამასთან, გიორგი გაშაძემ პრეზიდენტს მოუწოდა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალოს, ეს მძიმე ვითარება განიმუხტოს და "მართლაც წავიდეთ ევროკავშირისკენ".

„ჩვენ რომ ევროპული ხელისუფლება გვყავდეს, 3-4 წელიწადში აბსოლუტურად რეალურია, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისევე, როგორც უკრაინა და მოლდოვა. სწორედ ამისთვის კონკრეტული მიმართვა და გზავნილებია ALDE-ს რეზოლუციაში. 1. სრული მხარდაჭერა საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ 12-დან 12-ვე რეკომენდაცია სრულფასოვნად უნდა შესრულდეს. 2. პირველად, პირდაპირ და მკაფიოდ არის ნათქვამი, თუ რა უშლის ხელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს არის "ქართული ოცნების" და კონკრეტულად მისი ლიდერის, ირაკლი კობახიძის რუსული დეზინფორმაციული კამპანიისთვის დამახასიათებელი გზავნილების გავრცელება, შეურაცხმყოფელი თავდასხმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე, ევროპარლამენტარებზე, ევროპელ ინსტიტუტებზე და ასევე, ომში ჩათრევასთან დაკავშირებით რუსული "ფსბ"-ს გზავნილების სისტემატური გამეორება, რაც ხელს უშლის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასევე, პირდაპირი მოწოდება არის, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ივანიშვილის გავლენების შემცირებას სასამართლო, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე. 3. ALDE დაიწყებს მუშაობას იმისთვის, რომ ადამიანები, ვინც სისტემურად, „ქართული ოცნების" საფარქვეშ არღვევენ ადამიანის უფლებებს საქართველოში, შეეზღუდოთ ევროკავშირში გადაადგილების უფლება. ასეთია რადიკალური ჯგუფის „ალტ ინფოს" ხელმძღვანელი, კონსტანტინე მორგოშია. გარდა ამისა, ფაქტობრივად, პირდაპირი გზავნილია „კლანის" ყველა წევრ მოსამართლეებზე, რომ თუ ასე გააგრძელებთ, ევროკავშირის კარები დაიხურება, პირველ რიგში, ამის განხილვა მოხდება ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეზე, ლაშა ჩხიკვაძეზე, რომელმაც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო",-განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, რეზოლუციაში საუბარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და იმ მიმართვაზე, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალოს.

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ექსპერტული შეფასებების დრო არ არის, დრო არის, რომ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან. შეწყალების მექანიზმი გაქვთ იმისთვის, რომ ეს მძიმე ვითარება განიმუხტოს და მართლაც წავიდეთ ევროკავშირისკენ. ქალბატონო სალომე, ჯერი თქვენზეა, შეიწყალეთ ეს ორი ადამიანი, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზისკენ",-განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა