ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გიული ალასანია:სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს

ნახვები: 615 გიული ალასანია:სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ოჯახი რას ფიქრობს, ახლა ლაპარაკობს სასამართლო. ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმის მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯეს და თავისი დასკვნები გააკეთეს.

„ნინო ლომჯარიას მადლობა მინდა გადავუხადო. გუშინ სახალხო დამცველმა ექიმების კონსილიუმი კლინიკა „ვივამედში“ შეიყვანა. ჩემი შვილი, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დარჩა და მადლობელი იყო. შემდეგ მოვისმინე მათი განცხადება, რასაც ისინი ამბობდნენ და სწორი იყო. რაც შესაძლებელი იყო, რომ ამ ოთახში გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა და მათ აქვთ თავისი დასკვნები.

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ოჯახი რას ფიქრობს, ახლა ლაპარაკობს სასამართლო. ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმის მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს. არ ვიცი სასამართლო პროცესს როდის ჩანიშნავენ, არ ვიცი რას ელოდებიან, უკვე წელიწადი და მესამე თვე გავიდა, ეს საკითხი რით ვერ შეისწავლეს?! ხომ შესწავლილია ყოველი მხრივ?!“, - განაცხადა ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა