ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ადვოკატი:სამედიცინო დასკვნაში ჩამოთვლილია ის მძიმე დაავადებები, რომელიც სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს

ნახვები: 607 ადვოკატი:სამედიცინო დასკვნაში ჩამოთვლილია ის მძიმე დაავადებები, რომელიც სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები დღეს ან ხვალ, სასამართლოს, ექსპრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების და სასჯელის გადავადების შუამდგომლობებით მიმართავს.

მისივე თქმით, უფლებადამცველები სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას იმიტომ მოითხოვენ, რომ მის სამედიცინო დასკვნაში არის რამდენიმე ისეთი მძიმე დაავადება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

შალვა ხაჭაპურიძე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ნაწილობრივ, ან სრულად გასაჯაროებას არ გამორიცხავს.

„შუამდგომლობა გამზადდება. დღეს, ან მაქსიმუმ ხვალ სასამართლოს მივმართავთ. გავეცანით დასკვნას და ჩვენ მოვითხოვთ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას, იმიტომ, რომ სამედიცინო დასკვნაში არის ჩამოთვლილი ის მძიმე დაავადებები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ასეთი დაახლოებით, სამი დაავადებაა. ორივე შუამდგომლობა იქნება მითითებული. ამის პრაქტიკა არსებობს,“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა