მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

ლევან იოსელიანი - დეოლიგარქიზაციის შესახებ მმართველი გუნდის პროექტით, ოლიგარქთა რეესტრში შეიძლება მარტივად აღმოჩნდეს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ფული

ნახვები: 631 ლევან იოსელიანი - დეოლიგარქიზაციის შესახებ მმართველი გუნდის პროექტით, ოლიგარქთა რეესტრში შეიძლება მარტივად აღმოჩნდეს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ფული

დეოლიგარქიზაციის შესახებ მმართველი გუნდის პროექტით, ოლიგარქთა რეესტრში შეიძლება მარტივად აღმოჩნდეს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ფული, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტს ბევრი ხარვეზი აქვს და სავარაუდოდ, ხელისუფლება ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ვერ მიიღებს.

„ჩემთვის არაფერი შეიცვლება იმით, ეს კანონი გაიგზავნება თუ არა ვენეციის კომისიაში, ვთვლი, რომ არ შეესაბამება ჩვენს რეალობას, ის დაწერილია უკრაინისთვის და არ ასახავს ჩვენი ქვეყნის რეალობას. ამ კანონის თანახმად, შეიძლება ადამიანი, რომელსაც არ აქვს ფული, აღმოჩნდეს მარტივად ოლიგარქთა რეესტრში და ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს პოლიტიკა, მაგრამ თავის შრომით აქვს დაგროვილი რაღაც კაპიტალი, ისიც აღმოჩნდეს ოლიგარქთა რეესტრში. ამიტომ ამ კანონს აქვს ბევრი ხარვეზი. თვითონვე "ქართული ოცნება" ამ კანონს უწოდებს სულელურ კანონს, მაგრამ მეორე შემთხვევაა, როცა არ მოსწონთ და მაინც აინიცირებენ და აპირებენ პროექტის მიღებას,"- განაცხადა იოსელიანმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა