გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

იაგო ხვიჩია: მედია საშუალებებში გავხსნათ სადისკუსიო სივრცე და დასავლეთმა დაინახოს, რომ გვყოფნის ენერგია ქვეყნის ინტერესები დავიცვათ

ნახვები: 487 იაგო ხვიჩია: მედია საშუალებებში გავხსნათ სადისკუსიო სივრცე და დასავლეთმა დაინახოს, რომ გვყოფნის ენერგია ქვეყნის ინტერესები დავიცვათ

„მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზებულ გარემოში ჩვენ გვაქვს არის ის, რომ ერთმანეთს არ ვესაუბრებით ბევრ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით, პრობლემები არის როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მხრიდან. პრობლემა არის ის, რომ მედია საუბრისთვის ორივე მხრიდან დაკეტილია. ჩვენი ამოცანაა დეპოლარიზაცია, რასაც ჩვენი ევროპელი კოლეგები ელოდებიან ", - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.



მისი თქმით, 12 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაციის, დეპოლარიზაციის შესასრულებლად, მნიშვნელოვანია პოლიტიკური დისკუსიებისთვის მედია საშუალებები გაიხსნას.



„მოგმართავთ, გავხსნათ სადისკუსიო სივრცე, დავიწყოთ ლაპარაკი ოპოზიციასთან, თუ საკამათოა ვიკამათოთ სტუდიებში და საბოლოო ჯამში, დასავლეთმა დაინახოს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, გვყოფნის ენერგია, ქვეყნის ინტერესები დავიცვათ. მოდი ვაჩვენოთ ევროპელებსაც რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან საუბარს იწყებს",-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა