გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ანა წითლიძე - როცა ამბობთ, რომ ქოლ-ცენტრები ყოფილა თურმე კეზერაშვილის, როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლების გარეშე ხდებოდეს ეს ყველაფერი?!

ნახვები: 489 ანა წითლიძე - როცა ამბობთ, რომ ქოლ-ცენტრები ყოფილა თურმე კეზერაშვილის, როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლების გარეშე ხდებოდეს ეს ყველაფერი?!

ამ ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ თქვენი პოლიტიკა, რომ ქართველ ხალხს „თვალში ნაცარი შეაყაროთ“, თავიდან ბოლომდე განწირულია, -ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

მან ე.წ. ქოლ-ცენტრებზე ისაუბრა და იკითხა - თუ ქვეყანაში ასეთი რამ არსებობდა, ხელისუფლებას ეძინა?!

„საუბარი იყო ქოლცენტრებზე, ძალიან დიდი ხანია ამაზე აპელირებს უმრავლესობა. როდესაც ამბობთ, რომ ვიღაცას აქვს ქოლ-ცენტრი და ეს ყოფილა თურმე კეზერაშვილის, როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ქვეყანაში ქოლ-ცენტრები არსებობდეს და ხელისუფლების გარეშე ხდებოდეს ეს ყველაფერი?! ანუ ხელისუფლებას ეძინა, ამ ქვეყანაში ქოლ-ცენტრები რომ არსებობდა? თქვენ ძალიან გარკვევით გითხრეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და გარკვევით წერია რეზოლუციაში, რომ თქვენ გყავთ პოლიტიკური პატიმრები - ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი. როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ თურმე ვინმეს პასუხისმგებლობა არის, ეს ქვეყანა მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ თუ ეს ვერ მოხდება და ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს იქნება თქვენი ისტორიული პასუხისმგებლობა. თქვენ რომ მართლა იმაზე წუხდეთ, სრულდება თუ არა 12 პუნქტი, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია უნდა განვითარდეს, მაშინ არ შემოიტანდით იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც დაარეგისტრირეთ და რომელიც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს. ეს პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა დაასამაროთ. ამას აქვს მხოლოდ ერთადერთი მიზანი, ეს არის ოპოზიციური საკრებულოების შიში. ამ ბერკეტის გამოყენებით თქვენ ცდილობთ,ოპოზიციური საკრებულოების კონტროლის დამატებითი მექანიზმები გქონდეთ“,-განაცხადა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა