გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობაა, არ ვიცი რას ვერ იყოფენ

ნახვები: 489 კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობაა, არ ვიცი რას ვერ იყოფენ

რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“, მელიას გააგდებს ან არ გააგდებს, დატოვებს თანამდებობაზე, ეს მათი გადასაწყვეტია , - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილის მოთხოვნას შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების შესახებ.

როგორც კალაძე ამბობს, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა თემებია.

„ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობაა, არ ვიცი რას ვერ იყოფენ. თუმცა, ეს მათი პარტიის შიდა თემებია და არ მინდა დეტალებში შევიდე. თემაც არ ვიცი და საინტერესოც არ არის. შესაბამისად, თუ რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა”, მელიას გააგდებს ან არ გააგდებს, დატოვებს თანამდებობაზე, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს, რაც მოიცავს, პარტიის პოლიტსაბჭოს, სამდივნოს ხელახლა დაკომპლექტებას და ახალი თავმჯდომარის არჩევას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა