გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

„ლელო“ - პოლიტიზირებული მართლმსაჯულების, პოლიტპატიმრების და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვს

ნახვები: 488 „ლელო“ - პოლიტიზირებული მართლმსაჯულების, პოლიტპატიმრების და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვს

პოლიტიზირებული მართლმსაჯულების, რომლის ნათელი მაგალითი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეა, პოლიტიკური პატიმრების და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი არ აქვს, - ამის შესახებ „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ევროპარლამენტის ანგარიში „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების” შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ, ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია.

„დოკუმენტის ტექსტი და შესწორებები მიღებულ იქნა სრული პოლიტიკური კონსენსუსით, მას მხარს უჭერს ევროკავშირის ყველა პოლიტიკური ძალა. მათ შორის, „სოციალისტური პარტია”, რომლის წევრიც გახლავთ ,,ქართული ოცნება" და სწორედ ,,სოციალისტური პარტიის” წარმომადგენელი - სვენ მიქსერი იყო ზემოაღნიშნულ საკითხზე მთავარი მომხსენებელი. დოკუმენტი ადგენს, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. ამის მაგალითია ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებული საქმე და ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევა.

დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ სამართლებრივი დევნის ერთადერთი მოტივაცია იყო პოლიტიკური, რაც დაადასტურა ევროპარლამენტმა. დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე განმეორდება სტრასბურგის სასამართლოშიც. ანგარიშმა ცხადყო, რომ როდესაც ევროკავშირი საუბრობს დეოლიგარქიზაციის შესახებ, საუბარი შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების გათავისუფლებას ივანიშვილის გავლენისგან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე ,,ლელოს” სწორი პოზიცია. ნიკა გვარამიას, ,,ტვ პირველის” და ,,ფორმულას” დამფუძნებლების საქმეები ანგარიშში ასევე მოხსენიებულია, როგორც მედიის წინააღმდეგ მართლმსაჯულების გამოყენების ფაქტები.

იმედი გვაქვს, რომ ზემოაღნიშნულს პრეზიდენტი გაითვალისწინებს გვარამიას საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენებაზე ჩვენი მიმართვის განხილვისას. ,,ლელოს” პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ასევე გაზიარებულია ევროპარლამენტის ანგარიშში და აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნის ავტორი ,,სოციალისტური პარტია” ,,ქართული ოცნების” პარტნიორი პარტიაა.

ცალსახაა, რომ მსგავსი ფართო პოლიტიკური კონსენსუსის ფონზე, ,,ქართულმა ოცნებამ” სერიოზული საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ევროპულ მომავალს. სისულელეა ,,ქართული ოცნების” განაცხადი, რომ ევროპარლამენტის ანგარიშს არ აქვს ზეგავლენა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ევროპლარმენტში წარმოდგენილი პარტიები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებას წარმოადგენენ, შესაბამისად, პოლიტიკური პოზიცია, რომელიც იკვეთება ევროპარლამენტში, ვერ გადაიხედება. მაგალითათ, თუ სოციალისტები ევროპარლამენტში თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვლი ოლიგარქია, სხვა პოზიციას სოციალისტი პრემიერი ვერ დაიკავებს ევროპულ საბჭოში და იგივე შეეხება ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას, რადგან პოლიტიკური კონსენსუსია და გასაგებია, რომ ეს არის სრული ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მოსაზრება. საინტერესოა, რა პასუხის გაცემას აპირებს ,,ქართული ოცნება" საკუთარი პოლიტიკური პარტნიორებისთვის ევროპაში. ეტყვის თუ არა, მაგალითად, „სოციალისტურ პარტიას, რომ მათ პოზიციას და სიტყვას ევროპარლამენტში ,,ჩალის ფასი აქვს”. ,,ლელოს” სურვილია, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ როგორც ამ ანგარიშიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, ,,ქართულიოცნების” პოლიტიკა მიზანმიმართულად ანგრევს ჩვენი ქვეყნის შანსებს. პოლიტიზირებული მართლმსაჯულების, პოლიტიკური პატიმრების და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა