გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გემი იძირება და დავით კეზერაშვილი ცდილობს, ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით ნავი ან ტივი მაინც შეაკოწიწოს

ნახვები: 488 არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გემი იძირება და დავით კეზერაშვილი ცდილობს, ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით ნავი ან ტივი მაინც შეაკოწიწოს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გემი იძირება და დავით კეზერაშვილი ცდილობს, ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით ნავი ან ტივი მაინც შეაკოწიწოს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „დროას“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო ერთობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" რესურსის განაწილებას ცდილობს, თუმცა, ეს პროცესი მას გამარჯვებამდე ვერ მიიყვანს.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გემი იძირება და დავით კეზერაშვილი ცდილობს, ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით შეაკოწიწოს ნავი ან ტივი მაინც. "ნაციონალურ მოძრაობაში" ღმა კრიზისმა, დაშლის პროცესმა გამოიწვია ის, რომ დანარჩენმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა თუ ლიდერებმა დაინახეს, რომ ოპოზიციაში უკვე ჩნდება თავისუფალი სივრცე და ცდილობენ აითვისონ. ამის გარდა, ოპოზიციაში მიმდინარეობს "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი პოლიტიკური „შავი ფულის“, მათ მიერ მართული ტელევიზიების და გავლენების გადანაწილების პროცესი. ეს არის ის, რასაც ხედავს დღეს საზოგადოება. მათ სცადეს ერთად, ცალ-ცალკეც, არაერთხელ დამარცხდნენ ორივე ფორმით, ამიტომ დასკვნა, რაც შეიძლება ოპოზიციამ გამოიტანოს ის არის, რომ შესაკრების ცვლილებით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია",- განაცხადა თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა