ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

კელი დეგნანი - ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს

ნახვები: 565 კელი დეგნანი - ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს

მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ცენტრალური ნაწილი და ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიზირების, პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც ის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ყველამ ნახეთ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებები, ასევე საქართველოს სხვა ევროპელი მეგობრების განცხადება. ყველაფერი რასაც აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოსთვის აკეთებს, მიმართულია ქართველი ხალხის დემოკრატიული მომავლის მიმართ ნათელი არჩევანის მხარდასაჭერად. მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა არის ამ მომავლის ცენტრალური ნაწილი და ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიზირების, პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. საქართველოს ლიდერებმა, მათ შორის მმართველმა პარტიამ, მისცა ქართველ ხალხს პირობა საპარლამენტო არჩევნებში, რომ შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ყველაფერი, რაც ამას ხელს უშლის და რისკის ქვეშ აყენებს ამას, შეშფოთებას იწვევს. აშშ-ში ვიცავთ ჩვენი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის ჩვენი დემოკრატიის საფუძველი და აძლიერებს და მდგრადს ხდის მას. იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხი აცხადებს, რომ მას სურს ძლიერი დემოკრატია, მას სურს ევროატლანტიკური მომავალი და აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების მიღწევაში. ეს არის ის, რასაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვაკეთებთ და ეს არის ის, რის გაკეთებასაც გავაგრძელებთ. ჩვენ ნამდვილად გვწამს საქართველოს წარმატების და გვსურს, ვიხილოთ ეს ქვეყანა სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა