ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს 12 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები დააჯილდოვა

ნახვები: 613 ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს 12 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს 12 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს თავადი იაროსლავ ბრძენის II ხარისხის ორდენები გადასცა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მათ ჯილდოები გადაეცათ "სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, უკრაინის სახელმწიფოს მსოფლიოში პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“.

იაროსლავ ბრძენის ორდენით დაჯილდოვდნენ: აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბარბელ ბასი, პოლონეთის სეიმის მარშალი ელჟბეტა ვიტეკი და პოლონეთის სენატის მარშალი ტომაშ გროძკი, ლატვიის პარლამენტის (საეიმას) თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე იური რატასი, ლიეტუვის სეიმის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენი. ამასთან, იაროსლავ ბრძენის II ხარისხის ორდენები გადაეცათ : ნორვეგიის სამეფოს სტორტინგის პრეზიდენტს, მასუდ გარახანს, ირლანდიის პარლამენტის სენატის თავმჯდომარეს, მარკ დალის, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერს ტალატ ჯაფერს, შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ირენ ქელინს, საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს ჟერარ ლარშეს და ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარეს, გორდან იანდროკოვიჩს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა