გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ირაკლი კობახიძე - იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, სისტემური პრობლემა არ ვლინდება - ასეთ ვითარებაში კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი ცარიელი სპეკულაციაა

ნახვები: 487 ირაკლი კობახიძე - იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, სისტემური პრობლემა არ ვლინდება - ასეთ ვითარებაში კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი ცარიელი სპეკულაციაა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის მერის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის „ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ზოგადად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სისტემური პრობლემა ვლინდება.

„ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სურათი. ამ 5 წლის განმავლობაში, კახი კალაძის ხელმძღვანელობით თბილისის მერიაში ათასობით პროექტი განხორციელდა და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, სისტემურად პროექტები ხორციელება წარმატებით.

ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი. რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი პრობლემა არ ვლინდება. ასეთ ვითარებაში მერის, კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება დაზარალებულ მოზარდთან სტუმრობას, როგორც კობახიძე აცხადებს, ეს თბილისის მერის პასუხისმგებლობა იყო, ხოლო ამბავზე გამოხმაურებები არასწორად მიაჩნია.

„მერის მხრიდან ბავშვთან სტუმრობა იყო ელემენტარული პასუხისმგებლობა. ფოტოების დადებას რაც შეეხება, რატომ დადო ბავშვმა ეს ფოტოები და შემდეგ ბავშვის ბულინგი, ესეც არასწორი მგონია. რაც შეეხება კახი კალაძეს, მისი მხრიდან ბავშვთან სტუმრობა იყო მერის პასუხისმგებლობის გამოვლინება“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა