მარკო რუბიო - პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია
დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს
Senator Graham: War could end before Christmas if Trump, Zelensky, and Putin meet
Zelensky and Trump planning to meet in Washington on August 18
Trump says he 'largely' agreed with Putin on 'land swaps'
Trump handed Putin letter from his wife about abducted Ukrainian children – Reuters
Putin after meeting with Trump: Ukraine's security must be guaranteed
ამერიკელი სენატორი - თუ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ ეს ომი შობამდე დასრულდება

ფსკერის მოლოდინში - კიდევ მეტი სოზარ სუბარი და მეტი აბსურდი

18.10.2022 ნახვები: 1205

თქვენ ფიქრობდით, რომ ფსკერზე ხართ? რომ ქოცების ანტიდასავლურმა პროპაგანდამ მწვერვალს მიაღწია, რომ „ტვ იმედის“ ეშმაკურად შეფუთული სიუჟეტები „კიშინოივში დაგეგმილ გეი-აღლუმზე“, და „უკრაინის დანგრევაზე“- მაქსიმუმია, რისი ფანტაზიაც აქვთ ქოც-ბრიგადირებს?

დასავლეთის გინება, ბრალდებები „ომში ჩვენი ჩათრევა უნდათ“, ვითომ განდგომილი კრეტინების დაჯგუფება, „დასავლეთი ჩვენს საქმეებში არ ჩაერიოს“, აშშ-ს ელჩის კოლექტიური ლანძღვა, „მასხარა ზელენსკის“ გინება და სხვა ტიპის სოფლური-გოიმურ-ორღობე ისტერიკა - მაქსიმუმია, რასაც ნახავთ საქართველოში?

თუ მართლაც ასე ფიქრობთ - ტყუილად. ის, რასაც დღეს ხედავთ - არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხვალ-ზეგ გელით..

ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად აღიარა. ევროპის ლანძღვა-გინება, ოცეულად ქცეული რეგვენთა ოთხეულის სიბრძნეების ამოფრქვევა - აწი იქნება. ოღონდ არავინ იფიქროს, რომ ეს ქოცების პრორუსულობის მაჩვენებელია. ისეთი მცნებები, როგორც პრორუსულობა, ან პირიქით, პროდასავლურობა „ქართულ ოცნებასთან“ საერთოდ არანაირ შეხებაში არაა - მათთვის ვაშინგტონს, მოსკოვს, და ბრიუსელს შორის არანაირი პრინციპული სხვაობაა არ არსებობს.

როდესაც საჭიროა - პროდასავლურები იქნებიან, როდესაც მომგებიანია - პრორუსულები, გააჩნია ვითარებას. ქოცების ფასეულობათა სისტემაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ძალაუფლებას და ფულს, და სწორედ ამასთანაა დაკავშირებული ანტიდასავლური რიტორიკის წინ წამოწევa მაინც და მაინც დღეს.

10 წელია ქოცობა ხელისუფლებაში, მაგრამ ასე უნამუსოდ ამერიკისთვის და ევროპისთვის არ შეუტევია და ეს მაშინ, როდესაც სწორედ ქოცების მმართველობას დაემთხვა რუსეთის სიძლიერის მწვერვალი. ანტიდასავალური რიტორიკა კრემლის გულის მოსაგებად, სავსებით ლოგიკური იქნებოდა წინა წლებში - მაგრამ დღეს, როდესაც რუსეთი ისეთი სუსტია, როგორიც არასდროს ყოფილა, როდესაც დღეს რუსეთთან ურთიერთობების შეზღუდვას მისი დიდი ხნის მოკავშირეები, მაგალითად, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ცდილობენ - ეს ცვლილება ცოტა არ იყოს არაბუნებრივი ჩანს.

თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაში პოლიტიკურ შინაარსს დავინახავთ, და ამ ტრანსფორმაციას მაინც და მაინც რუსეთთან დავაკავშირებთ. მაგრამ, რეალურად ეს ასე არ არის - ქოცობის აღვირახსნილი ანტიდასავლური პროპაგანდა არაა დაკავშირებული მაინც და მაინც რუსეთთან. ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, თუ გავიაზრებთ, რომ არც „პრო“ და არც „ანტი“ - ეს „ქართულ ოცნებაზე“ არაა. ერთად-ერთი, ვისი „პრო- შეიძლება იყოს „ოცნება“ - ეს თავად „ოცნებაა“ და მეტი არავინ.

ქოცების ანტიდასავლური პროპაგანდა არანაირად არაა დაკავშირებული რუსეთთან და აშშ-ს ელჩის გინება სამთავრობო დონეზე რუსეთისთვის თავის მოწონების მიზანს სულაც არ ისახავს. თანაც დღეს ამისთვის შესაფერისი დრო ნამდვილად არაა - რუსეთი ისეთ მდგომარეობაშია, რომ საქართველოსნაირი ლიფსიტებისთვის საერთოდ არ სცხელა..

ქოცები არ იცავენ რუსეთს, ქოცები იცავენ თავიანთ, ვიწრობიძინურ ინტერესებს. დასავლეთზე შეტევაც ხომ იმის შემდეგ დაიწყო, რაც მის ფულებს საფრთხე დაემუქრა და საერთაშორისო დონეზე პირველად ალაპარაკდნენ ბორენკას წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესაძლებლობაზე. ქოცებს არც რუსეთი აინტერესებთ და არც დასავლეთი - მთელი მათი ორღობე ანტიდასავლური პოლიტიკა მხოლოდ ბორენკას ფულის და ძალაუფლების შენარჩუნებაზეა გათვლილი.

დასავლეთი თუ რუსეთი - ეს საკითხი საერთოდ არ დგას, ეს მეორეხარისხოვანია. ამჯერად, ამ ფაქტორებს დაემატა სააკაშვილის პოლიტპატიმრად ცნობის საკითხი - ეს დიდი ლახვარია ქოცთა ზურგში, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მიშას მიმართ წმინდა და უხრწნელი ზიზღი არის თითქმის იგივე მნიშვნელობის საკითხი, რაც ქოც-ფულების და ქოც-ძალაუფლების შენარჩუნება.

სააკაშვილის საკითხი - ის თემაა, რომლის გამოც „ქართული ოცნება“ უკრაინის დამარცხებაზე ოცნებობს. სააკაშვილის საკითხი ქოცებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საქართველოს ბედი, ვიდრე მსოფლიოს ხვალინდელი დღე, ვიდრე მარსიანელების შეტევა კაცობრიობაზე, ვიდრე ასტეროიდის შეჯახება დედამიწასთან...

ევროპა, რომელიც სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევს - ქოცთა პირადი მტერია, იმის განურჩევლად, სად იქნება ამ დროს პუტინი - კრემლში თუ ჰააგაში.

ამიტომაც საქართველოს ახლო მომავალში ელის კიდევ უფრო აღვირახსნილი ანტიდასავლური პროპაგანდა, კიდევ მეტი სოზარ სუბარი, მეტი გრეჩიხა-ხაინდრავა-მოროშკინა, მეტი აბსურდი, რომლის წყალობით ქართული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად დაემსგავსება ფსიქიატრიულ კლინიკას, სადაც მთავარი ექიმი - ყველაზე მეტად უბერავს.

ავტორი:თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა