დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

არჩილ თალაკვაძე - სახელისუფლო გუნდი სავიზო რეჟიმს წარმართავს კანონმდებლობითა და საერთაშორისო წესებით, ახალი გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით პარლამენტში განხილული არ ყოფილა

17.10.2022 ნახვები: 565

საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ ადამიანს, ვინც ქვეყანაში შემოდის, კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების და წესების საფუძველზე განიხილავს, რომლის ხელმომწერიც და ვალდებულიც გახლავთ საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

თალაკვაძის განცხადები, სახელისუფლებო გუნდი სავიზო რეჟიმს წარმართავს კანონმდებლობისა და საერთაშირისო წესების თანახმად.

„რაიმე ახალი გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით პარლამენტში განხილული არ ყოფილა. საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის მიხედვით, გახლავთ დამოუკიდებელი ინსტიტუტი. შესაბამისად, არ არის საფუძვლიანი, რომ მისი განცხადებები მაინც და მაინც შეთანხმებული უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან. სახელისუფლო გუნდი სავიზო რეჟიმს წარმართავს კანონმდებლობის საფუძველზე და საერთაშირისო წესების თანახმად. ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის მთავრობების წარმომადგენლების განცხადებები, სადაც პირდაპირ საუბრობენ რუსეთიდან მობილიზაციის შემდეგ წამოსულ ადამიანებზე და მათ გამოხატეს თავისი სახელმწიფოების პოზიცია, რომ ასეთი ადამიანები უნდა მიიღონ და შეუშვან თავის საზღვრებში. საქართველოც არ არის გამონაკლისი. საქართველოც საერთაშორისო კონვენციების და ვალდებულების ფარგლებში განიხილავს სავიზო საკითხებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა: „რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ნამდვილად არის გამოწვევა, გამორიცხული არ არის, რომ საკმაოდ ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა