გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ

ნახვები: 491 რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

„ყოველთვის ვამბობდი, ამ დაჯგუფების საფუძველი არის არმია, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები. უნდა გაცნობოთ, რომ ამ ჯგუფის ფორმირება დაწყებულია. მგონი, ეს ორი დღეა, გრძელდება“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად სად განთავდება ერთობლივი სამხედრო დანაყოფი და აღნიშნა, რომ საჭიროების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ამასთან, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ნატო და ევროპის რამდენიმე ქვეყანა ბელარუსის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის ვარიანტებს განიხილავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა