გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ხათუნა სამნიძე:ე.წ. განდგომილები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ქართული ოცნების" ორგანული ნაწილი, არიან ამ ქვეყნის მოღალატეები

ნახვები: 571 ხათუნა სამნიძე:ე.წ. განდგომილები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ქართული ოცნების" ორგანული ნაწილი, არიან ამ ქვეყნის მოღალატეები

ე.წ. განდგომილები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ქართული ოცნების" ორგანული ნაწილი, არიან ამ ქვეყნის მოღალატეები - მზად არიან ერთი კაცის მოთხოვნის შესაბამისად წაიკითხონ დაწერილი ტექსტი და ავნონ ქვეყანას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც ამერიკულ დაფინანსებაზე "ხალხის ძალის" განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში, "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც საპარლამენტო ტრიბუნიდან ღიად პრორუსული განცხადებები კეთდება.

"მე აქამდე ამ სიტყვას ("მოღალატეს")არ ვიყენებდი, მაგრამ ეს კონკრეტული ჯგუფი პირდაპირ მიდის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, აზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს, მომავალს, უსაფრთხოებას და მზად არიან ერთი კაცის მოთხოვნის შესაბამისად წაიკითხონ დაწერილი ტექსტი და ავნონ ქვეყანას. ეს არის მოღალატეობა. მათი განცხადება, რომ პარტნიორების ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყნისთვის არ მოაქვს სარგებელი ადასტურებს, რომ მოღალატეობრივ განცხადებებთან ერთად, ეს ჯგუფი არის სრულიად უვიცი და არ იცის, რა ხდება ქვეყანაში. პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა არის საჯარო, გამჭვირვალე და ქვეყნის სასარგებლო. გადახედოს ე.წ. განდგომილებმა, სინამდვილეში "ქართული ოცნების" ორგანულმა ნაწილმა, როგორ ხდება ქვეყნის მხარდაჭერა, მეტი დრო დახარჯონ წაკითხვაზე.

ივანიშვილის მიზანია დააშოროს ეს ქვეყანა ევროპულ არჩევანს, ეს ხელისუფლება ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ორჯერ ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ჟღერდებოდა ღიად პრორუსული განცხადებები. ასეთი იყო "პატრიოტთა ალიანსი", რომელიც პირდაპირ იყო მხარდაჭერილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და დღეს უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდან ჟღერდება ანტიდასავლური განცხადებები "ქართული ოცნების" მხრიდან. ივანიშვილის მიზანია, რომ შეასუსტოს ქვეყანა და დააშოროს ევროპულ მომავალს, ეს არ გამოსვლია არც ერთ ძალას ამ ქვეყანაში და არც "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს გამოუვა. ამ ქვეყანას ჰყავს პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერენ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ამ ქვეყანას და ყველა მათი განცხადება ცხადყოფს, რომ ისინი ამ ქვეყანას არ მიატოვებენ. ივანიშვილს მოუწევს უკან დახევა,"- განაცხადა სამნიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა